აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეიდან ამერიკის მთავრობამ ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

„დღეს აშშ-ის ომის დეპარტამენტმა ევროპაში ძალების განლაგების გადახედვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო, რომლის შესახებაც მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების ბოლო შეხვედრაზე განაცხადა“, - დაწერა კოლბიმ.

თავდაცვის მდივნის მოადგილის განმარტებით, როგორც ადრე პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, ეს იქნება რეალური გადახედვა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს, რომ ნატო სწრაფად და შეუქცევადად გადავიდეს მოდელზე, სადაც ევროპა საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითად პასუხისმგებლობას თავად აიღებს.