აბუ-დაბიში 7 მილიონი წლის წინ მცხოვრები მტაცებლის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

აბუ-დაბიში 7 მილიონი წლის წინ მცხოვრები მტაცებლის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

პალეონტოლოგებმა აბუ-დაბიში აღმოჩენილი გაქვავებული ქვედა ყბის მიხედვით მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრის ახალი გვარი და სახეობა აღწერეს. აღმოჩენის შესახებ კვლევის თანაავტორმა, აბუ-დაბის ბუნების ისტორიის მუზეუმის წარმომადგენელმა მარკ ბიჩმა განაცხადა.

ნაშთები ალ-დაფრას რეგიონში, შუვეიხატის ტერიტორიაზე, გვიანი მიოცენის ნალექებში აღმოაჩინეს. ნაპოვნის შესწავლაში მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის უძველესი მტაცებლების სპეციალისტი ალბერტო ვალენსიანოც ჩაერთო.

ცხოველს საამიროს პატივსაცემად Promegaviverra abudhabiensis-ი ეწოდა. ყბისა და კბილების აგებულებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ის სხვა ცნობილი ვივერისებრებისგან განესხვავებინათ, რომელთა რიგსაც ცივეტები და გენეტები მიეკუთვნებიან.

ავტორთა დასკვნით, აღმოჩენა ადასტურებს, რომ არაბეთის ნახევარკუნძული აზიასა და აფრიკას შორის ამ ოჯახის მსხვილი წარმომადგენლების განსახლების დერეფანს წარმოადგენდა.