აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივის მიზანია, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს ორივე ქვეყანაზე.
კანონპროექტი მისი თანაავტორის, გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის სახელს ატარებს. დოკუმენტი უკვე წელიწადზე მეტია ორივე პარტიის წარმომადგენლების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, როგორც უკრაინაში ომის გამო რუსეთის დამატებით სადამსჯელო მექანიზმი.
როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტის ერთ-ერთ ვერსიას მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუჭირა მხარი და მოითხოვა, რომ მასში ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაც შესულიყო.
პროცედურულ კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 წავიდა.
კანონპროექტის მიხედვით, სანქციები შეეხება რუსეთის ოფიციალურ პირებს, ოლიგარქებს, მათი ოჯახის წევრებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერ სხვა პირებს, ასევე ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს - გემების ფარულ ქსელს, რომელსაც მოსკოვი ნედლი ნავთობის გადასაზიდად და სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.
დოკუმენტი ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლებას აძლევს მიზნობრივი ტარიფები დააწესოს იმ ხუთი უმსხვილესი ქვეყნის იმპორტზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი მყიდველები არიან, მათ შორის ჩინეთზე, ასევე იმ ხუთი ქვეყნის მიმართ, რომლებიც რუსეთს ნავთობის სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
კანონპროექტში დამატებული ახალი დებულება ირანის საფინანსო და შეიარაღების ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების მოქმედებასაც ახანგრძლივებს. აღნიშნული სასანქციო მექანიზმი 199