ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს
ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომუნიკაცია გრძელდება ამერიკელ პარტნიორებთან.
„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, რომ ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.