აკადემიური ნიჩბოსნობა | გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

აკადემიური ნიჩბოსნობა | გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ ვარეზეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში, საქართველოს ნაკრების წევრებმა, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავით (LM2-) მეორე შედეგი დააფიქსირეს და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატში 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.