დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვების გააქტიურებას გულისხმობს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვების გააქტიურებას გულისხმობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვებას ააქტიურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხელი მოეწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტს აძლევს უფლებას, გამოიყენოს „თავდაცვის წარმოების აქტი“, რათა სეიბლის მილსადენის მუშაობა განახლდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომლის შედეგადაც ნავთობის წარმოება დაუყოვნებლივ გაიზრდება დღეში 50 ათასი ბარელით, რაც კალიფორნიაში ოფშორული ნავთობის მოპოვებას 550 პროცენტით გაზრდის.

„მილსადენი წელიწადში 20 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტის მოპოვებას უზრუნველყოფს, რათა დააკმაყოფილოს ომის დეპარტამენტის გადაუდებელი საჭიროებები დასავლეთ სანაპიროზე 50 სამხედრო ობიექტის მომარაგებისთვის. ბრძანება გვერდს უვლის კალიფორნიის „რადიკალურ კლიმატურ კანონებს“ და წერტილს უსვამს კალიფორნიის მიერ ამერიკის ენერგეტიკული დომინირების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ მარეგულირებელ თავდასხმებს“, – წერს ტრამპი.