ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სეუტაში შეჭრილი ყველა მიგრანტი მაროკოში დაბრუნდება

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სეუტაში შეჭრილი ყველა მიგრანტი მაროკოში დაბრუნდება

ესპანეთის ხელისუფლების ცნობით აფრიკულ ანკლავ სეუტაში მიგრაციული კრიზისი გადალახულია და ვითარება სტაბილურია. ესპანური მედია კი წერს, რომ ადგილზე კიდევ რჩება რამდენიმე ათასი მიგრანტი, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

მადრიდში მაროკოს საელჩოსთან მიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ესპანეთზე წნეხის მიზნით, მაროკო კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულეს, ესპანეთის მთავრობას კი საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ სეუტაში შესული მიგრანტები მაროკოში „ბოლო კაცამდე“ დაბრუნდებიან.

„მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ტერიტორიაზე შემოაღწია, უკვე დაბრუნდა მაროკოში. ბოლო კაცამდე ყველანი დაბრუნდებიან“, - განაცხადა მინისტრმა.