გელენჯიკში უკრაინული დრონის ნამსხვრევების პლაჟზე ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ საკურორტო ქალაქ გელენჯიკთან უკრაინული დრონი გაანადგურა. დრონის ნამსხვრევები სანაპიროზე ჩამოცვივდა, რის გამოც 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 40 ადამიანი, 17 მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
აფეთქების კადრები თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა უკრაინა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.