მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები დეტალურად გააცნო. სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
დოკუმენტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვას, რომელიც უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.
სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია მოადგილეებთან ერთად, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.