სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს ჩემპიონი რუსთავის მე-5 და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, მერიის სტიპენდიას მიიღებენ
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს ჩემპიონი რუსთავის მე-5 და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, მერიის სტიპენდიას მიიღებენ.
ფულადი ჯილდო გადაეცემათ წარმატებული მოზარდების სპორტის მასწავლებლებსაც.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, მე-2 სკოლის გუნდმა, კი კალათბურთში მოიგო.
გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ პედაგოგებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი შეხვდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება.