ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: კარგად გვახსოვს, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას. აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება

ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ის რუსოფობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ამ საკითხზე ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია 2008 წელსაც და მის მერეც ასრულებდა გარე დავალებებს.

„ეს არის აგენტის ხვედრი. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის ასეთი გაშავება გარე ძალების მხრიდან და შესაბამისად აგენტურას საქართველოში დაავალეს ის მესიჯბოქსი, რა მესიჯბოქსითაც ისინი მოქმედებდნენ. კარგად გახსოვთ, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას. მათ აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. დავალების მიხედვით მათ ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და დანაშაულების ჩადენა. ყველას შევახსენებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოებში პროცესები. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.