უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს.

მედიის ცნობით, სლოვენიის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ კრშკოში მდებარეობს, ელექტროენერგიის გამომუშავებას თავისი სიმძლავრის 80%-მდე შეამცირებს. მიზეზი მდინარე სავაში წყლის დაბალი დონე და მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ეს მდინარე გამოიყენება რეაქტორის გასაგრილებლად. სიმძლავრის შეზღუდვა ოთხშაბათს, ღამით დაიწყება.

ჰიდროლოგიური პირობების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელექტროენერგიის წარმოება კიდევ უფრო შემცირდეს.

მსგავსი შემთხვევა 2003 წლის შემდეგ პირველად ხდება. მაშინ მდინარე სავაში წყლის დაბალი დონის გამო ატომური ელექტროსადგური დაახლოებით სამი თვის განმავლობაში შეზღუდული სიმძლავრით მუშაობდა.