აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, კიევში რკინიგზის სადგურზე ბაირამოვს მისი უკრაინელი კოლეგა ანდრეი სიბიგა დახვდა.

უკრაინაში დაგეგმილია ბაირამოვის პირისპირ შეხვედრა სიბიგასთან და მაღალი დონის სხვა მოლაპარაკებები.