ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს

ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ობიექტებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტით იყო დაშორებული.

„ბაშკორტოსტანში დარტყმა განხორციელდა „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. იაროსლავის ოლქში კი, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით, დარტყმა განხორციელდა „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. წარმატებული იყო ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე შავ ზღვაშიც. კერძოდ, დარტყმა განხორცირლდა ორ სამხედრო საპატრულო კატარღასა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც სისტემატურად აფართოებენ ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ამით ზრდიან დიპლომატიის შანსებს. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.