გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
არასრულწლოვნების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნია იმნაძეს 13 წლამდე, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.