თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე

თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.

„ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ივლისში პარტიაში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში ვადა უმთავრდება და აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი“.

ღავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პასუხობს: „სააკაშვილის პოსტი ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა, არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“.