ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძის განცხადებაზე: წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია - ასეთი დავალება აქვს, რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. თოფურიას შეფასებით, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს.

„რეალურად ემსახურებოდა იმას, რომ რაც ამდენი წელია ქართულ სახელმწიფოს კაპიტალი უგროვებია იმისა, რომ ქართველებს ეთნოწმენდა მოგვიწყვეს, გადაგვიარეს - ეს უცბად ამ ყველაფრის მოწმენდაა მტრების სასარგებლოდ. ეს არის მეხუთე კოლონის პირდაპირი დაკვეთა, ასეთი დავალება აქვს რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში ეგ არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია...“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.