ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა. განცხადებებით ირკვევა, რომ რუსებთან მიმართებით მათი დამოკიდებულება სწორედ გარე დავალებების გათვალისწინებით იყო განპირობებული.

„ქრონიკის“ კითხვას, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა პასუხობს, რომ „არა მხოლოდ მკაცრი, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე“.

„მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე [რუსეთის მიმართ]. იყო ისტორიული პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ფიქრობდა ამას“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.