გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძესთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ერთია ინიციატივა და მეორეა საკანონმდებლო დონეზე როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ კითხვებიც კი არ დაისმება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში არასოდეს. მაგრამ ის, რაც შენთვის ფასეულია, რაც ღირებულია, რაზეც დგას ეს ქვეყანა, იმას რაღაცა დაცვა სჭირდება. ოქროს შუალედია საკანონმდებლო დონეზე მოსაძებნი", - აცხადებს გიორგი სიხარულიძე.
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. კონსულტაციები თემაზე გაგრძელდება. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათი ინტერესია მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.