ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული

ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული

ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.

„მერამდენე რეზოლუციაა, ერთგვარი პოლიტიკური იერიში და ფუჭი მცდელობაა, რომ კიდევ უფრო დაზიანდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და თუკი რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ ურთიერთობის გადატვირთვის, ეს პროცესი დაზიანდეს“, - აღნიშნა მახაშვილმა. 

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო, რომელშიც საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე.