ირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული
გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებას.
„ფაქტია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული“, - აღნიშნა მან.
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები დღესაც გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.