გიორგი ვოლსკი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა

გიორგი ვოლსკი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა

ეს არის ბოროტი სიცრუე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, ეს განცხადება მიზანმიმართული მავნებლობაა.

„მაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სწორედაც საბოტაჟია და სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა დარტყმის ქვეშ არის. ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა ყველაზე მსუბუქი შეფასებით. დაველოდოთ გამოძიებას. ეს არის ბოროტი სიცრუე“, - აცხადებს ვოსლკი.

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები დღესაც გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.