კობა ლიკლიკაძე: როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ

კობა ლიკლიკაძე: როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ

მაშინ, როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, ერთხელ, როგორც გაზეთ „საქართველოს" კორესპონდენტი, მერე, როგორც უკვე გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, მე არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ ჟურნალისტებთან.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას მძიმე უწოდა.

„გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება ამ სკანდალის გარშემო. მე ერთი ვთქვი და გავიმეორებ, რომ მაშინ, როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, ერთხელ, როგორც გაზეთ „საქართველოს" კორესპონდენტი, მერე, როგორც უკვე გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, მე არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ. გამოცდილი ჟურნალისტები ხართ და არ გჭირდებათ ჰერმენევტიკოსის დახმარება იმისათვის, რომ დაადგინოთ, რამდენად მძიმეა ეს განცხადება, მით უმეტეს, იმ რეაქციების ფონზე, რაც მას მოჰყვა ენგურს იქითა მხრიდან“, - აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ.