დონალდ ტრამპი: აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა
შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების ნაცვლად, ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებასა და მის შედეგებზე დაკვირვებას ამჯობინებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას. შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
„აშშ ირანთან მხოლოდ ნაწილობრივ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვაკვირდებით ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის მაღალ ინფლაციასა და ფინანსური რესურსების ნაკლებობას. ირანი ეკონომიკურად „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ და სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელადაც კი არ აქვს საკმარისი თანხა. აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა“, - აცხადებს ტრამპი.