ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმედა აბდუშელაშვილის საქმე განიხილა, რომელმაც საჯარო პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამრღვევი პროცესზე არ გამოცხადდა. სხდომაზე მტკიცებულებები შსს-ს წარმომადგენელმა, ანდრო გურულმა წარადგინა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო და ბრალდებულს 173 16 პრიმა მუხლის საფუძველზე 1500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.