მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის, - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე მან გახსენება ის ფაქტები, რომელიც აფხაზეთის ომსა და ტყვეთა გაცვლას ეხებოდა.

„უშუალოდ ამ ვაჟბატონის [გიორგი ბარამიძის] იქ ყოფნას და მის ე.წ. მონაწილეობას რაც ეხებოდა - ყოველივე ამის დეტალური და დოკუმენტური აღდგენა მოხდა, ფაქტობრივად პროკურატურაში.

მისი დაბალი ინტელექტის მიუხედავად, მას არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რამხელა ბოროტებას ჩადიოდა. ეს არის შეკვეთა, რომელსაც ის ვერ გაურბის და ყოველდღიურად აგრძელებს და აგრძელებს.

მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ის ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა. ვერავის დაადებს ხელს. ბევრად უფრო მძიმეა შემდგომი განცხადება - ჩვენ დაგვბრალდა. შემდეგ შეცვალა და აქცენტი გადაიტანა, მეომრები არ ხვრეტდნენ, ადგილობრივი მოსახლეობაო - კიდევ უფრო დაამძიმა. მისი ბოროტება არ სრულდება. პირველი განცხადების შემდეგ უარესსა და უარესს აკეთებს.

ახლა მიუნჰაუზენიც, სააკაშვილიც დაემატა, მეც ვიყავიო. ეს უკვე კომედიიდან არის, ტრაგედია რომ არ იყოს“, - განაცხადა თოფურიამ.

მისივე თქმით, შეკვეთაა, რომ ბარამიძემ ბოდიში არ უნდა მოიხადოს.

„ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის“, - აღნიშნა თოფურიამ ბარამიძეზე საუბრისას.

აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელზეც გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო.