მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს

მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს

აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, გია ბარამიძის განცხადება რუსეთისა და სეპარატისტული ძალების ინტერესებს ემსახურება.

მისი თქმით, ბარამიძე აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და არ აქვს საფუძველი, ქართველი მებრძოლების მიერ ტყვეების დახვრეტაზე ისაუბროს.

„ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს. თან არანაირი სინანული, არის ადამიანს რაღაც სისულელე წამოსცდეს, ჯერ რა იცის, წინა ხაზზე არ ყოფილა, ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული.

მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.

აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელზეც გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო.