გიორგი ჯინჭარაძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო მოღალატეობრივი, მიზანმიმართული. მაქვს ინფორმაცია, რომ მას შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გასულიყო, თუმცა მისი ნებით ეს მოხდა
გიორგი ბარამიძის განცხადება იყო მოღალატეობრივი, მიზანმიმართული. მაქვს ინფორმაცია, რომ მას შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გასულიყო, თუმცა მისი ნებით ეს მოხდა, - განაცხადა გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული, ფაქტობრივად, არის უცხოური აგენტურის გამოვლინება და გიორგი ბარამიძის განცხადება არის არასახელმწიფოებრივი.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სამხედროებს, სამოქალაქო პირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის გამო თავი გასწირეს. 1992 წლის 14 აგვისტო ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ბარამიძის განცხადებას, ეს იყო მოღალატეობრივი განცხადება, მიზანმიმართული, რადგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გასულიყო, თუმცა მისი ნებით ეს მოხდა. მოხდა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს არის უცხოური აგენტურის გამოვლინება, არის არასახელმწიფოებრივი განცხადება. შეურაცხყოფს იმ გმირებს, რომლებიც გმირთა მემორიალის დაფაზეა ამოტვიფრული, იმ ადამიანებისა და მებრძოლების სულს, რომლებმაც თავი ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირეს თავი. ამაზე განცხადების გაკეთებაც არ ღირს, რადგან თუ დააკვირდებით, მიმდინარე დღეებში არც ოპოზიციური არხების მხრიდან არ ყოფილა გაჟღერება ან რაიმე ამ მოღალატეობრივი ქმედების დაგმობა, რადგან ეს არის ერთიანი მიზანი მათი, რომ შეურაცხყონ თითოეული ქართველისა და თითოეული გმირის სული, ვინც ღირსეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.