გია ვოლსკი – საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ტურისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ ჯგუფს. მათთვის ქვეყანა იმ წუთშივე ტურიზმისთვის შეუფერებელი იქნება, როდესაც ტურისტის მიმართაც აგრესია განხორციელდება.
„ზოგადად ამ პოლიტიკის ცვლის ამოცანა ტურისტული ინდუსტრიისა და სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები სტაბილური ჰქონდეს. ზოგადად ამ ყველაფრის მიზანია დაძაბულობის იმ ხარისხის შექმნა, რომელიც დაემატება მათ მოთხოვნებს საქართველოს დასანქცირების თაობაზე. ეს არის ქსენოფობიური შეტევის მთავარი მიზანი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გვახსოვს ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც ყველაფერი კეთდებოდა, რათა რუსეთთან ურთიერთობები აღდგენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ცხედრებიც კი არ იყო გაციებული. მაშინ ასეთი ინსტრუქცია იყო, დღეს კი მსოფლიოს სხვა დამოკიდებულება აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირს. საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე. ტურისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ ჯგუფს, მათთვის ქვეყანა იმ წუთში იქნება ტურიზმისთვის შეუფერებელი, როდესაც ტურისტის მიმართაც აგრესია განხორციელდება. ეს ყველაფერი გავიაზროთ და ძველ პერიოდს შევადაროთ, როდესაც სააკაშვილმა რუს ტურისტთან ერთად, ერთ-ერთ მთაზე რუსული დროშა ააფრიალა – ეს კი მოჰყვებოდა იმ ინსტრუქციას, რომელიც იმ პერიოდისთვის ობამას ახალ ადმინისტრაციას აწყობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.