გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. ხალხს ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა
რა თქმა უნდა, ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ ასეთი აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, ხალხს ახსოვს ეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა.
„რა თქმა უნდა, ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ ასეთი აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს მაშინ. წერია ეს ყველგან, დოკუმენტებში, მათ შორის, ხალხს ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთის ფედერაციას. ამაზე მეტი რუსული საქმე რა შეიძლება გააკეთოს ვინმემ საერთოდ. ეს ყველაფერი ამას ემსახურება, რომ როგორმე ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური რაღაც კრიზისი შექმნან. მათ შორის, შეასუსტონ სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს მიზანია სწორედ ამათი. ვერ აღწევენ, მაგრამ ამათი მიზანია“, - აღნიშნა მან.