საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.

  • ავტორიზაციის შედეგად, აკადემიას მიეცა უფლება, მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ – აკრედიტაციის მიზნით.
  • პროგრამა უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს - ბაკალავრიატს მიეკუთვნება. მისი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთის, გამოძიების, ანალიზისა და პრევენციის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
  • პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის კვალიფიკაცია.

პოლიციის აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც შეძლებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.