ვატო შაქარიშვილი: ევროპაში საზოგადოებასაც აღარ აქვს იმაზე რეაქცია, რომ 6-7-8 წლის ბავშვი შეიძლება, ჩართონ LGBT პროპაგანდაში, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიები ეთმობა LGBT პრაიდებს, რომ წევრი სახელმწიფოებიდან 16-ში უკვე დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება
საქართველო არ არის გამონაკლისი. ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ორი ათეული წლის წინ „დიფ სთეითმა“ ევროკავშირში საკუთარი მარიონეტი პოლიტიკური ელიტები ჩამოაყალიბა და მათი მეშვეობით დაიწყო სამი ძირითადი მიმართულების იმპლემენტაცია: LGBT იდეოლოგიის დამკვიდრება, უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, სამივე მიმართულება ხორციელდებოდა იმისთვის, რომ გამარტივებულიყო ამ ქვეყნების საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართვა, რათა მოიშალოს საყრდენი და საზოგადოება.
„რათა აღარ არსებობდეს ისეთი დამცავი მექანიზმები, როგორებიც დღეს საქართველოში არსებობს. ეს არის კანონმდებლობა, ჩვენი ეკლესია და საზოგადოების რეაქცია. ევროპაში დღეს ამ სამიდან არც ერთი აღარ გვხვდება. საზოგადოებასაც აღარ აქვს იმაზე რეაქცია, რომ 6-7-8 წლის ბავშვი ნიდერლანდებში შეიძლება, ჩართონ LGBT პროპაგანდაში და გამოიყვანონ LGBT პრაიდზე.
საზოგადოებას აღარ აქვს რეაქცია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიები ეთმობა LGBT პრაიდებსა და ღონისძიებებს.
საზოგადოებას აღარ აქვს რეაქცია, რომ წევრი სახელმწიფოებიდან 16-ში უკვე დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
ხოლო წევრ ქვეყნებს, სადაც ეს ოფიციალურად არ არის დაშვებული, არსებობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაევალა მათ, იურიდიულად აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც სხვა ქვეყანაში არის რეგისტრირებული და ამისკენ ნაბიჯები უკვე გადაიდგა პოლონეთში.
ეს არის მთავარი დღის წესრიგი ევროპაში სწორედ იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ ეს არღვევს ერის იდენტობას, შლის იმ საყრდენებს, რომლებზეც ქვეყანა როგორც ერი, არის დაფუძნებული და შემდეგ ძალიან მარტივია ამ ქვეყნის და ამ ხალხის მართვა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე - ჩართავ ომში, გამოიყენებ საკუთარი ინტერესებისთვის, უკარნახებ ნებისმიერ დავალებას, თუნდაც, ეს მათივე ქვეყნისთვის საზიანო იყოს და ეს შესრულდება, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ ევროპის სახელმწიფოებში“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.