ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერმა ფართო ისტორიულ კონტექსტში ისაუბრა, აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის არჩევანი იყო ცივილიზაციური არჩევანი და არა ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებით განპირობებული გადაწყვეტილება

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერმა ფართო ისტორიულ კონტექსტში ისაუბრა, აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის არჩევანი იყო ცივილიზაციური არჩევანი და არა ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებით განპირობებული გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრმა ფართო ისტორიულ კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის არჩევანი იყო ცივილიზაციური არჩევანი და არა ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებით განპირობებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ აირჩია გზა, რომელიც ისტორიულად ქრისტიანობასთან იყო დაკავშირებული, გზა, რომელსაც შეეძლო, ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი შეგვენარჩუნებინა და შემდგომში კიდევ უფრო მეტად გაგვეღრმავებინა ეს ურთიერთობა.

„სწორედ ეს არის ის, რომ დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, რომელსაც უნდა ქრისტიანულ- ევროპული ცივილიზაციის გზაზე მავალი იყოს. ეს იყო ერეკლე მეორის მთავარი არჩევანი და მთავარი გადაწყვეტილების მოტივატორი. დღეს ზოგიერთს საქართველო იმ რუკის კონტურში წარმოუდგენია, რაც ჩვენ საბჭოთა კავშირის დროიდან გვახსოვს. საქართველო იმ დროს ამ რუკის კონტურში არ იყო და სახელმწიფოში სულ სხვანაირი, უმძიმესი ვითარება იყო. დღეს რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციური ყაიდის ქვეყანა, სწორედ ამ გადაწყვეტილებას აქვს ლომის წვლილი შეტანილი. საქართველოს სხვა კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან არ ჰქონდა. მთელი შავი ზღვისპირეთი ოსმალთა იმპერიის ბატონობის ქვეშ იყო“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო თავის ეროვნულ ინტერესებს აყენებს ნომერ პირველ ამოცანად.

„ლიბერალური იდეოლოგიის მოზღვავების დროს ერთგვარი ტრენდი იყო, რომ ეროვნული ინტერესები და ეროვნული სახელმწიფო აქტუალური აღარ არის და ნელ-ნელა ეს ისტორიას უკან უნდა გავატანოთ. მთვარია, გლობალური იდეოლოგიის ერთგულებაში გამოიხატებოდეს შენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამ დრო მსოფლიო ასე მოწყობილი არ არის. ყველა სახელმწიფო თავის ეროვნულ ინტერესებს აყენებს ნომერ პირველ ამოცანად. ყველა ქვეყანას თავისი მუდმივი ეროვნული ინტერესები აქვს და სწორედ ამ მუდმივი ეროვნული ინტერესების გარშემო უნდა ეწყობოდეს მისი პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. უნდოდათ, საქართველოსთვის ამ

კუთხით ფიქრი, აზროვნება და მოქმედებაც კი აკრძალული ყოფილიყო. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.