მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ სფეროებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და რეგულარული ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს.



