ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართვას სთავაზობს
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წელს ფაქტორინგის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის განვითარებასა და ბიზნესსექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს. კანონი 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
ფაქტორინგი ისეთი გარიგებაა, რომლის დროსაც ძირითადი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა. ეს გარიგება რეგისტრირდება ფაქტორინგისშესაბამის რეესტრში და რეგისტრაციის შედეგად აღნიშნულ მოთხოვნაზე საკუთრების უფლება სწორედ ფაქტორზე გადადის.
კანონის თანახმად, ფაქტორინგის მხარეს წარმოადგენენ სებ-ის რეგულირებული სუბიექტები - კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ფაქტორინგულიკომპანიები. რაც შეეხება ფაქტორინგულგარიგებებს, ისინი უნდა შესრულდეს ასევე სებ-ის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მიერ.
ფაქტორინგული პლატფორმა შესაძლოა იყოს შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მქონე სუბიექტი, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ფაქტორინგულიგარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა. მათ შორის ფაქტორინგისმხარეთა შორის შეთანხმებების ელექტრონულად შესრულება. პლატფორმის მიზანია ფაქტორინგის ბაზრის მონაწილეებს შორის ციფრული ურთიერთქმედების ხელშეწყობა, დებიტორული დავალიანების დაფინანსების პროცესის გამარტივება და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მხარდაჭერა.
ეროვნული ბანკისთვის, საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისა და შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია ფაქტორინგითდაინტერესებული მხარეების, მათ შორის ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სებ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტების მოსაზრებებისა და ხედვის გაზიარება ფაქტორინგულიპლატფორმის საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფისთვის.
აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ბაზრის საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებას, სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, ასევე უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია პოტენციური მონაწილე მხარეების, ტექნოლოგიური პროვაიდერებისა და ფინანსური ორგანიზაციების ინტერესის, შესაძლებლობებისა და სექტორში შესაძლო ჩართულობის შესაფასებლად და შედეგად, ეფექტიანი ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.