რევაზ სოხაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

რევაზ სოხაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან და ეკონომიკურ ატაშესთან რომან მურგაშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული პროექტები.

თავის მხრივ, მატუშ ბუშოვსკიმ დადებითად შეაფასა საქართველოს ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე სიახლეები.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე ესწრებოდნენ.