ლევან მაჭავარიანი: რასაც რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაფერი ახდა. ნათელია, რომ ეს იყო, უკაცრავად ჟარგონისთვის და აფერისტობა, თაღლითობა
რასაც ისინი [რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები] აანონსებდნენ, აბსოლუტურად არაფერი ახდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობოთა ნაწილს, რომელიც საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის დამანგრეველ შედეგებში არწმუნებდა, პასუხი არც ახლა აქვთ - არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების, ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია.
„რასაც ისინი [რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები] აანონსებდნენ, აბსოლუტურად არაფერი ახდა. ყველა ქართველისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც გარკვეული დროით შეიყვანეს შეცდომაში, ყველაფერი ნათელია, რომ ეს იყო, უკაცრავად ჟარგონისთვის და აფერისტობა, თაღლითობა. კარგი მაგალითია იმისთვის, რომ აღარასდროს მივცეთ ულტრამემარცხენეებს, ფსევდოლიბერალებს იმის საშუალება, რომ გააგრძელონ ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.