ლაშა ფარულავა – ოპოზიციის ერთი სიის გარშემო გაერთიანება ჩაშალა საბანკო მაფიამ „ახლების“ კოალიციაში ფინანსური კონტრიბუციით და ეს აღმოჩნდა ივანიშვილის ტროას ცხენი, რომელმაც დააზიანა საერთო ბრძოლა

ლაშა ფარულავა – ოპოზიციის ერთი სიის გარშემო გაერთიანება ჩაშალა საბანკო მაფიამ „ახლების“ კოალიციაში ფინანსური კონტრიბუციით და ეს აღმოჩნდა ივანიშვილის ტროას ცხენი, რომელმაც დააზიანა საერთო ბრძოლა

მიხეილ სააკაშვილი არავის უპირისპირდება, საუბრობს მხოლოდ ფაქტებზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის ერთი სიის გარშემო გაერთიანებას.

„სწორედ ეს ინიციატივა ჩაშალა საბანკო მაფიამ, საბანკო ოლიგარქიამ კონკრეტული ფინანსური კონტრიბუციით, რომელიც შეიტანა „ახლების“ კოალიციაში და ეს, ფაქტობრივად, აღმოჩნდა ივანიშვილის ტროას ცხენი, რომელმაც დააზიანა საერთო ბრძოლა და ეროვნული ინტერესი.

ეს რომ აღარ განმეორდეს, საჭიროა ამის შეხსენება ყველასთვის, ვინაიდან ჩვენ ვებრძვით ივანიშვილის კორუფციულ, კრიმინალურ რეჟიმს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავდადება და არა ფინანსური ინტერესები“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.