ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და დანაშაულს არ აღიარებს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და დანაშაულს არ აღიარებს

მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი, - განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა. 

„სამართლებრივად ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მან უნდა დაუმტკიცოს ის, რაც არ ჩაუდენია ირაკლი ღარიბაშვილს“, - აღნიშნა ლილი გელაშვილმა. 

ასევე ადვოკატი ნათია თამაზაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია. 

„ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და ირაკლი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი“ - განაცხადა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.