განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად, ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა წარუდგინა. გივი მიქანაძემ მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მარგიშვილი 2011 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. იგი დღემდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.