თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის

როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატმა ლევან მაჭავარიანის წერილი შეაფასა.

„როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს - ჩვენ უნდა დავაკომპლექტოთ და ერთ ამბავში იყვნენ მდიდარი NGO-ების ხელმძღვანელები.

შემდეგ, როცა დავამტკიცეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მათი პატრონების დავალებით მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის. მერე მარტა კოსმა განმარტა რასაც აკეთებენ - ამ კანონიდან გამომდინარე გამჭვირვალედ ფულის შეტანა საქართველოში აღარ შეიძლება და გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ შავი ფულიო. აი ამას აკეთებენ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.