ცოტნე ანანიძე: განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს

ცოტნე ანანიძე: განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.

„დღეს,ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ათასობით ახალგაზრდა, მათი ოჯახები, პედაგოგები, გულშემატკივრები ზეიმობენ სტუდენტობას. გილოცავთ ყველას თქვენი შრომის დაფასებას, მიზნის მიღწევასა და ცხოვრების ულამაზესი, სრულიად ახალი, საინტერესო, ამასთან, უდიდესი შესაძლებლობებით სავსე ეტაპის დაწყებას. განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, მიღებულ ცოდნასა და თქვენს ახალგაზრდულ ენერგიას ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა და გაძლიერებას მოახმართ. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას!“ - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე ანანიძე.