მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა ჯარიმა დაეკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს. სამართალდამრღვევს ხუთას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.