ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
სკვერებში მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება 9 აპრილის, კოსტავასა და თამარაშვილის ქუჩებზე არსებულ სკვერებს.
ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„აქტიურად მიმდინარეობს თამარაშვილის, კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებზე ახალი სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეიძლება, მეტი მწვანე სივრცე უნდა შეიქმნას ჩვენს ქალაქში და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.