გერმანული მედიის ცნობით, ბერლინთან ახლოს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს
გერმანიაში, ბერლინთან ახლოს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუში სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა.
ამასთან, მედიის ცნობით, თავდამსხმელმა კიდევ ერთი ადამიანი, 30 წლის მამაკაცი მოკლა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებულის შესახებ.
პირველადი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკლული გოგონას ყოფილი შეყვარებულია. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა.