ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს
აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - გაუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმალურად გაგრძელდება ზრუნვა, რათა რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს.
„მიხარია, რომ დღეს ვარ რაჭაში, ამბროლაურში ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩემს მშობლიურ კუთხეში ვარ და აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.