თამარ ჩერგოლეიშვილი – აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს, მაგას იხვეწება რეჟიმი, ვერ დალაგდებიან დასავლეთთან მათი გათავისუფლების გარეშე

თამარ ჩერგოლეიშვილი – აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს, მაგას იხვეწება რეჟიმი, ვერ დალაგდებიან დასავლეთთან მათი გათავისუფლების გარეშე

თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვინც შეწყალებას ითხოვს, ყველას გაუშვებენ.

„მეგობრებო, აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს, ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს – თვეებია მაგას იხვეწება რეჟიმი, მოინანიეთ რომ გაგიშვათო.

ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან. დიდი ხანია მაგას ითხოვს რეჟიმი.

ცხადია, თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ – უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.