ირაკლი ფავლენიშვილი – არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ ვიქნები მორალური მსაჯული იმ გმირი მოქალაქეებისა, რომლებიც ციხეში უსამართლოდ იყვნენ, მათი გათავისუფლება მიხარია

ირაკლი ფავლენიშვილი – არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ ვიქნები მორალური მსაჯული იმ გმირი მოქალაქეებისა, რომლებიც ციხეში უსამართლოდ იყვნენ, მათი გათავისუფლება მიხარია

არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას საქციელის მორალურობაზე, ეს ადამიანები უსამართლოდ იყვნენ პატიმრობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„მე და პარტიის სხვა წევრებსაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯულები იმ გმირი მოქალაქეებისა და პატრიოტების, რომლებიც ციხეში იყვნენ წლების განმავლობაში. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ მიხარია მათი გათავისუფლება. მიხარია, რომ მათ საპატიმრო დატოვეს, რომელშიც აბსოლუტურად უსამართლოდ იყვნენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა პატიმრების მიერ შეწყალების თხოვნა დანაშაულის აღიარებას, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა უშუალოდ გათავისუფლებულებს უნდა დაუსვან.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანების სამოქალაქო პოზიცია იყო ყველასთვის ცნობილი. ყველასთვის ცნობილი არის, რომ ისინი უსამართლოდ იმყოფებოდნენ პატიმრობაში. დანარჩენი მათ უნდა ჰკითხოთ უშუალოდ. მე გეუბნებით, რომ ნამდვილად მიხარია მათი გარეთ ყოფნა და არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას მათი საქციელის მორალურობაზე, რადგან ისინი ნამდვილად არიან სამაგალითო პიროვნებები“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.