ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მეშახტის დღის ფარგლებში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, პარლამენტის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეშახტეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში წარმატებული მეშახტეები და ტყიბულის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდნენ.

ტყიბულში სადღესასწაულო ღონისძიებები მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. მსმენელის წინაშე ჯგუფი „ბანი“, ლინდა ადამია და ჯგუფი „1/4“ წარდგნენ.