ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.
თავისი სიტყვების დასადასტურებლად თეთრი სახლის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იწვის კუნძულის სანავთობო ინფრასტრუქტურა და ახლოს მყოფი ერთ-ერთი გემი.
„კუნძული ხარკი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.